დონალდ ტრამპი: პუტინმა ნათლად გამოხატა სურვილი, რომ ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა, რომ მას უკრაინასთან ომის დიპლომატიური გზებით დასრულება სურს. ამის შესახებ ტრამპმა 20 ნოემბერს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ორმხრივი შეხვედრა გავმართე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც ნათლად გამოხატა თავისი სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეტენზია იმის შესახებ, რომ აშშ რუსეთს ცუდად ეპყრობოდა.
„ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. პუტინმა გუშინ თქვა: „ეს არ უნდა მომხდარიყო“. მე ვკითხე: „ეს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი?“ მან მიპასუხა: „არა, არასოდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპის თქმით, პრობლემა ის არის, რომ პუტინს და ზელენსკის ერთმანეთი „ძლიერ სძულთ“.
ეს რთულია. ვფიქრობდი, რომ ამ ომის დასრულება ყველაზე მარტივი იქნებოდა იმ რვა ომს შორის, რომლებიც ვახსენე“, - დასძინა ტრამპმა.