1789419473
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ნავთობი ჰორმუზის სრუტის გავლით მიედინება, მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებსაც ჩვენთვის არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, უნდა აანაზღაურონ აშშ-ის ხარჯები და აუცილებლად აანაზღაურებენ კიდეც, როდესაც ეს თაღლითური კონფლიქტი დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც ირანთან ომში აშშ-ს არანაირი დახმარება არ გაუწიეს, კონფლიქტის დასრულების შემდეგ შესაბამისი ხარჯები უნდა აანაზღაურონ.
„ნავთობი ჰორმუზის სრუტის გავლით მიედინება. მსოფლიოს ქვეყნებმა — რომლებსაც ჩვენთვის არანაირი დახმარება არ გაუწევიათ — უნდა აანაზღაურონ ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯები და აუცილებლად აანაზღაურებენ კიდეც, როდესაც ეს თაღლითური კონფლიქტი დასრულდება. ჩვენ გაცილებით მეტს ვაკეთებთ სხვებისთვის, ვიდრე საკუთარი თავისთვის და უკვე თაობებია, ასე გრძელდება!“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.