1773768296
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ნატოს მოკავშირეები სულელურ შეცდომას უშვებენ
ნატოს მოკავშირეები სულელურ შეცდომას უშვებენ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენ ისინი არ გვჭირდება, მაგრამ ისინი იქ უნდა ყოფილიყვნენ“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერდნენ აშშ-ის ქმედებას.
ამერიკის ლიდერმა, ასევე, დასძინა, რომ ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი იყო ირანიდან ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკამ ეს „ძალიან ძლიერად“ გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ ირანის სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაანადგურეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტართან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთი არ შეუერთდება ჰორმუზის სრუტეში ოპერაციებს, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ „ის მალე თანამდებობას დატოვებს“.