დონალდ ტრამპი კანადური „ბომბარდიერის“ თვითმფრინავების აშშ-ში გაყიდვის აკრძალვით დაიმუქრა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადურ აერონავტიკულ კომპანია „ბომბარდიერს“ აღარ უნდა მიეცეს აშშ-ში თვითმფრინავების გაყიდვის უფლება, თუ ის თავის წარმოებას იქ არ გადაიტანს. ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბომბარდიერმა“ თვითმფრინავების აშშ-ში წარმოება უნდა დაიწყოს, თუ ამერიკული ბაზრის დაკარგვა არ სურს.
„თუ მათ ჩვენი ბაზარი სურთ, წარმოება აქ უნდა ააშენონ და შეწყვიტონ ამერიკის მიმართ ისე მოპყრობა, როგორც ყულაბისადმი“, - დაწერა ტრამპმა.
მან განაცხადა, რომ კომპანიის პროდუქცია „საკმარისად კარგი არ არის“, ხოლო მისი შემოსავლების 50%-ი აშშ-ის მყიდველებისგან მოდის.
„მათი შემოსავლის 50%-ზე მეტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის - ისინი ამერიკელი მომხმარებლების, ამერიკული კომპანიების, ამერიკული აეროპორტებისა და ამერიკული სერვისების ხარჯზე ცხოვრობენ - და ეს ყველაფერი მაშინ, როცა კანადა მთელ აშშ-ში ჩვენს დიდებულ ამერიკულ ბანკებსა და კომპანიებს ბლოკავს“, - დაწერა ტრამპმა და აშშ-ის მოქალაქეებს ამერიკული პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდა.