დონალდ ტრამპი: კანადას არაფერი აქვს ისეთი, რაც ჩვენ გვჭირდება, დროა, ვასწავლოთ, რომ ასე მოქცევა აღარ შეიძლება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დროა, კანადას ვასწავლოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“.
ამერიკის ლიდერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა.
„მე შეთანხმება მქონდა, საკმაოდ კარგი შეთანხმება იყო, იცით, საკმაოდ კარგი. მათ არ აქვთ ისეთი რამ, რაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. კარგი, ჩვენ თავს გავართმევთ. ვგულისხმობ, არის რამდენიმე რამ, რაც შეიძლება ცოტა მოუხერხებელი გახდეს, მაგრამ მათ სხვაგანაც მივიღებთ. და დროა, კანადას ვასწავლოთ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, - განუცხადა ტრამპმა გლენ ბეკს ინტერვიუში.
ცნობისთვის, ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა.