Loading data...
დონალდ ტრამპი: ისრაელი არ უნდა ღელავდეს ირანთან ვითარების ბოლო ესკალაციის გამო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელს არ უნდა აწუხებდეს აშშ-სა და ირანს შორის ვითარების ბოლო ესკალაცია.

„ისრაელი არ უნდა ღელავდეს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტი მე ვარ და მე ვიზრუნებ ისრაელზე“, - განუცხადა ტრამპმა ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელ Kan-ს სატელეფონო ინტერვიუში.

აშშ-სა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების ფონზე, ირანმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შეუტია, თუმცა ისრაელზე დარტყმისგან თავი შეიკავა. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი მზადაა, ირანს „ძლიერად“ უპასუხოს, თუ ის თავდასხმას ებრაული დღესასწაულების სეზონზე განახორციელებს, რომელიც მომავალ კვირას იწყება.