Loading data...
დონალდ ტრამპი: ირანთან შეთანხმების საბოლოო პირობები დამტკიცდა, დაგეგმილი დარტყმები გაუქმებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხუთშაბათ ღამით ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო დარტყმები გააუქმა, რადგან ირანთან შეთანხმების „საბოლოო პუნქტები“ უკვე დამტკიცებულია.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან განხილვები ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე იყო მიყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გავაუქმე ამ საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, მოლაპარაკებები და საბოლოო პირობები, როგორც კონცეპტუალურად, ისე დეტალების დონეზე, ყველა ჩართული მხარის მიერ დამტკიცებულია.

ტრამპმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც, მისი თქმით, ამ შეთანხმების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდნენ: შეერთებული შტატები, ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, თურქეთი, პაკისტანი, ბაჰრეინი, ქუვეითი, იორდანია და ეგვიპტე.

„საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება, სანამ ეს შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმდება, ხელმოწერის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება“, - აღნიშნა ტრამპმა.