Loading data...
დონალდ ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ამ კვირაში განახლდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები, შესაძლოა, ამ კვირაში განახლდეს.

რეგიონული წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები, შესაძლოა, ხვალვე გაიმართოს.

ტრამპის თქმით, ის „ყოველთვის ფიქრობს“ ირანზე დარტყმების განახლებაზე.

„ირანის ლიდერებს გარიგების მიღწევა სურთ, თუმცა ეს არ არის ის შეთანხმება, რომლის დადებაც მე მსურს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპის თქმით, ირანმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით თავისი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასა.