დონალდ ტრამპი: ირანთან ბირთვული მოლაპარაკების რეალური დასასრული მსურდა

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ირანთან ბირთვული პრობლემის „რეალური დასასრული“ სურდა, ირანის მხრიდან გამოთქმული „სრული უარი“. თემაზე დონალდ ტრამპმა კანადაში, G7-ის სამიტზე დასწრებისას განაცხადა. ინფორმაციაზე The Guardian მუშაობს.
როგორც მედია საშუალებებში ვრცელდება, ირანი აქტიურად ცდილობდა ბირთვული იარაღის შექმნას და შედეგის მიღწევამდე, 3 წელი რჩებოდა.
საპირისპიროს ამტკიცებს ირანის ელჩი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც პარლამენტის წევრებთან დაპირისპირებისას, უარყო შეხედულება, რომ თეირანი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.
სეიედ ალი მუსავიმ თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს განუცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა „მხოლოდ, მშვიდობიან ხასიათს“ ატარებდა. „არ არსებობს არც სურვილი, არც განზრახვა ბირთვული ბომბის შექმნის“, - დაჟინებით ამტკიცებდა ელჩი.
რაც შეეხება ირანის ბრალდებას, რომ საომარი ოპერაცია ამერიკის ჩარევის შედეგად დაიწყო, დონალდ ტრამპმა არაერთხელ უარყო. მას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ამერიკა უდანაშაულოა“, რის დამადასტურებელ ფაქტადაც, G7 სამიტზე გამართული დისკუსია მოიყვანა.
„ტრამპი ნამდვილად ესწრაფვოდა მშვიდობას, რაზეც მისი გადაწყვეტილება - ხელი მოეწერა ლიდერების განცხადებისთვის, დეესკალაციის აუცილებლობის შესახებ, ადასტურებს“, - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.
მიმდინარე მოვლენების პარალელურად, აშშ-ის ძალებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კიდევ, ორი ბაზა დატოვეს. „როიტერის“ ჟურნალისტების თქმით, ამჟამად, ორივე ბაზას სირიის დემოკრატიული ძალების მცირე კონტინგენტი იცავს.