1779470395
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება.
„ხედავთ, რა დავმართეთ ირანს? ირანი ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე შეთანხმებას მიაღწიოს. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით. სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა, რადგან ირანს ბირთვული იარაღი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს ამერიკის ლიდერი.
საკუთარ გამოსვლაში ტრამპმა ჩინეთში მისი ბოლო ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სი ძინპინთან საუბრისას აშშ-ის სამხედრო ძლიერებას გაუსვა ხაზი.
„ჩინეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ამერიკას მსოფლიოში უძლიერესი არმია ჰყავს. მან ეს არ უარყო“, - განაცხადა ტრამპმა.