Loading data...
დონალდ ტრამპი: ირანს ჩვენთან თამაში საერთოდ არ მოსწონს

ირანს ჩვენთან თამაში არ მოსწონს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა ირანის სამხედრო ძალები ორ კვირაში გაანადგურა.

„ირანს ჩვენთან თამაში საერთოდ არ მოსწონს. დროთა განმავლობაში ამას ნახავთ. ვფიქრობ, უკვე ნახეთ. ფაქტობრივად, ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში მათი სამხედრო ძალები გავანადგურეთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ დაუშვებს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

„ირანს შანსი არ აქვს, მათ არასდროს ჰქონიათ. მათ ეს იციან. ისინი ამას მეუბნებიან, როცა მათ ვესაუბრები და შემდეგ ტელევიზიით გამოდიან და ამბობენ, თუ რამდენად კარგად არიან. ისინი ავადმყოფები არიან და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შეშლილებს ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ბირთვული იარაღის ძალაზე საუბარი არც კი მინდა, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენ ისინი სასტიკად დავამარცხეთ“, – განაცხადა ტრამპმა.