დონალდ ტრამპი: ირანის მახლობლად დიდი არმადა გვყავს, უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანი ვაშინგტონთან გარიგებით არის დაინტერესებული.
ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია „ცვალებადია“ და აღნიშნა, რომ მან რეგიონში „დიდი არმადა“ გაგზავნა.
„ჩვენ ირანის მახლობლად დიდი არმადა გვყავს. უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან. მათ გარიგების დადება სურთ. მე ეს ვიცი. მათ მრავალჯერ დარეკეს. მათ საუბარი სურთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ამ თვის დასაწყისში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანში ურანის გამდიდრების აკრძალვას, უკვე გამდიდრებული ურანის ამოღებას, თეირანის შორი მოქმედების რაკეტების მარაგის შეზღუდვას და ისლამური რესპუბლიკის მიერ რეგიონში მარიონეტული დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტას.
თეირანმა აშშ-სთან მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა, თუმცა ეს პირობები კატეგორიულად უარყო.
ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, Axios წერს, რომ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაარტყამს თუ არა ირანს, მას შემდეგ, რაც პირობა დადო, რომ ამას გააკეთებდა, თუ რეჟიმი მომიტინგეებს მოკლავდა.