Loading data...
დონალდ ტრამპი ირანის კონფლიქტზე: ჩვენ მას ძალიან მალე დავასრულებთ, ან შეთანხმებით, ან აშშ-ის მორიგი შეტევით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ აცხადებს, რომ ირანთან კონფლიქტი მალე დასრულდება, ან შეთანხმების მიღწევით, ან კიდევ ერთი ამერიკული შეტევით.

„ჩვენ უდიდესი გამარჯვება მოვიპოვეთ და ძალიან მალე, ასე თუ ისე, ამ ყველაფერს დავასრულებთ“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა მედიასაშუალება Right Side Broadcasting Network-ს.

„ან ისინი შეთანხმებას დადებენ, ან ჩვენ უბრალოდ დავასრულებთ ყველაფერს. დავასრულებთ, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ მარტივი გზით“, - განაცხადა მან და მიანიშნა, რომ აშშ-ის ახალი სამხედრო ოპერაცია წინა ოპერაციებზე უფრო წარმატებული იქნება.

მოგვიანებით, აიოვაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რაღაც მომენტში თეირანის წინააღმდეგ „მძიმე დარტყმის“ განხორციელება მოუწიოს.

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირანთან ურთიერთობა ჯერ არ დამისრულებია, არის ის, რომ მსურს კეთილი ვიყო. მინდა, თუ შევძლებ, ყველა ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო... მაგრამ დადგება მომენტი, როცა მათთვის მძიმე დარტყმის მიყენება მოგვიწევს“, - განუცხადა ამერიკის ლიდერმა მხარდამჭერებს.