1787661176
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ირანის ხელისუფლება სამხედროებს ხელფასებს არ უხდის, თუმცა უდანაშაულო დემონსტრანტების დახოცვას განაგრძობს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის ხელისუფლება სამხედროებს ხელფასებს ვერ ურიგებს, თუმცა უდანაშაულო დემონსტრანტების დახოცვას განაგრძობს.
„ჩამოშლის პირას მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკა სამხედროების დიდი ნაწილისთვის ხელფასების გადახდას ვერ ახერხებს, ამავდროულად კი დემონსტრანტებს ხოცავს მაშინაც კი, როდესაც ისინი არ აპროტესტებენ და ამას ისეთი მასშტაბით აკეთებს, როგორიც აქამდე არ გვინახავს. ეს უპრეცედენტო მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისია და მისი შეჩერება დაუყოვნებლივ არის საჭირო“, - წერს დონალდ ტრამპი.