დონალდ ტრამპი: ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს - აშშ ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს და ის საზღვაო ბლოკადაში აქვს მოქცეული. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ირანი ამ ეტაპზე მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება და რეალური მოქმედებისთვის შესაძლებლობა აღარ აქვს.
პრეზიდენტის განცხადებით, ირანის საზღვაო და საჰაერო ძალები განადგურებულია, ქვეყნის ხელმძღვანელობა კი გაქცეულია.
„აშშ სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს. ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ. ჩვენს საზღვაო ბლოკადას ყველა „ფოლადის კედელს“ უწოდებს და ირანს მის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მათ აღარ ჰყავთ საზღვაო და საჰაერო ძალები, დარჩენილ სამხედროებს კი ხელფასს არ უხდიან. „გუშაგთა კორპუსი“ განადგურებული და გაქცეულია, ხოლო ქვეყნის „ლიდერობა“, საუკეთესო შემთხვევაში, გაურკვეველია.
მათ ფული აღარ აქვთ, ქვეყანა „დაქცეულია“. მათ მხოლოდ ყალბი ამბები და 300-პროცენტიანი ინფლაცია აქვთ, რომელიც კიდევ უფრო იზრდება. ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არ მოქმედებს. ის ახლო აღმოსავლეთის მოძალადე აღარ არის. დიდება ალაჰს!“ - წერს ტრამპი.