დონალდ ტრამპი: ირანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და საბოლოოდ დანებდება, ბოლო რამდენიმე დღეში ჰორმუზის სრუტით უფრო მეტი ნავთობი გავიტანეთ, ვიდრე ოდესმე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“ და აღნიშნა, რომ ქვეყანა საბოლოოდ „დანებდება“. ამასთან, ტრამპის თქმით, არ იცის, ეს დაუყოვნებლივ მოხდება, თუ არა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა არ ექნება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბოლო დღეებში ჰორმუზის სრუტით უფრო მეტი ნავთობი გაიტანეს, ვიდრე ოდესმე, მათ შორის იმ პერიოდთან შედარებითაც, როდესაც ომი ჯერ დაწყებული არ იყო.
„ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. არ ვიცი, ჯერ დანებდებიან, თუ არა, მაგრამ დანებდებიან. ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. იცით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტიდან უფრო მეტი ნავთობი გავიტანეთ, ვიდრე ოდესმე ისტორიაში, მათ შორის იმ პერიოდთან შედარებითაც, როდესაც ბირთვული იარაღის შესაჩერებლად ომი ჯერ დაწყებული არ იყო. ეს ომი სწორედ ბირთვული იარაღის შესაჩერებლად მიმდინარეობს. ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, – განაცხადა ტრამპმა.