Loading data...
დონალდ ტრამპი: ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-ის თანხმობის გარეშე ვერაფერს გააკეთებს

„ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

The Times of Israel-ის ცნობით, ტრამპმა უპასუხა შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ირანული მხარე ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ ახალ წინადადებებს განიხილავს.

„ისინი ჩვენი თანხმობის გარეშე ვერაფერს გააკეთებენ. მნიშვნელობა არ აქვს, რას განიხილავენ - მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. ახლა ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას (ირანის შესახებ). გვსურს თუ არა უფრო შორს წასვლა და ამის ისე დადასტურება, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს. თუ შესაძლებელია, მირჩევნია, ქვეყნის დარჩენილი ნაწილი არ გავანადგურო, თუმცა, შესაძლოა, ამის გაკეთება მომიწიოს. ამას ძალიან მალე შეიტყობთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.