1789626558
უცხოეთი
დონალდ ტრამპი ევროკავშირს კანადისთვის ასოცირებული წევრის სტატუსის შეთავაზების გამო ახალი ტარიფებით ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს ახალი ტარიფებით, ან სავაჭრო შეზღუდვებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც ბლოკმა კანადას, რომელთანაც ვაშინგტონი სავაჭრო ომს აწარმოებს, ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭება შესთავაზა. ამის შესახებ CNBC-ი იტყობინება.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, „ძალიან სერიოზული ტარიფები დააწესოს, ან ევროპასთან ვაჭრობა მეტწილად შეაჩეროს“, თუ ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება „არამეგობრულ ნაბიჯად“ აღიქმება.
„თუ ეს კეთილი განზრახვაა, მაშინ კარგი. თუ ეს ცუდი განზრახვაა, ჩვენ ევროპას ძალიან სერიოზულ ტარიფებს დავუწესებთ“, - ციტირებს CNN-ი მის სიტყვებს.
„ვფიქრობ, სასაცილოა... კანადა საშინელი სავაჭრო პარტნიორი იყო“, - დასძინა ტრამპმა.