Loading data...
დონალდ ტრამპი: ჩვენს რესპუბლიკას თავს დაესხა პოტენციური მკვლელი, ვფიქრობ, სამიზნე მე ვიყავი

„ჩვენს რესპუბლიკას თავს დაესხა ავადმყოფი ბანდიტი, პოტენციური მკვლელი, რომელმაც აშშ-ის კონსტიტუციას შეუტია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ინციდენტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ცნობისთვის, თეთრი სახლის კორესპონდენტებისთვის გამართულ სადილზე შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მამაკაცი რამდენიმე იარაღით უტევდა საიდუმლო სამსახურის წევრებს. „სროლის შედეგად, ერთ-ერთი აგენტი დაშავდა, თუმცა მისი სიცოცხლე ტყვიაგაუმტარმა ჟილეტმა გადაარჩინა“, - განაცხადა ტრამპმა.

„როგორც იცით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენს რესპუბლიკას თავს ესხმიან მკვლელები, რომლებსაც მკვლელობა სურთ. ყველა ამერიკელს ვთხოვ, მშვიდობის შენარჩუნებას და უთანხმოების მოგვარების პროცესში ჩართვას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

რეპორტიორის კითხვაზე, თვლიდა თუ არა, რომ თავდასხმის სამიზნე თავად იყო, ტრამპმა უპასუხა, რომ „დიახ, ასე ვფიქრობ“.

დაკავებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. ის 31 წლის კალიფორნიელი მამაკაცია. „სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად აფასებენ სიტუაციას“, - განაცხადა აშშ-ის ფედერალური სამსახურის აგენტმა.