დონალდ ტრამპი: ჩვენს ახალ და მშვენიერ გრენლანდიაში ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის ფართომასშტაბიანი ძიება იწყება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მასშტაბური ძიების დაწყება დააანონსა. ამის შესახებ მან Truth Social-ში დაწერა.
„ჩვენს ახალ და მშვენიერ გრენლანდიაში ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის ფართომასშტაბიანი საძიებო სამუშაოების დასაწყებად მზადება მიმდინარეობს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ადვილად ხელმისაწვდომი ნავთობის მოცულობა საგრძნობლად აღემატება თითქმის ნებისმიერი სხვა რეგიონის მაჩვენებელს მსოფლიოში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის თავდაცვისა და თავდასხმითი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მას ბადალი არ ჰყავს. შეერთებულ შტატებზე ნებისმიერი მომავალი თავდასხმა გრენლანდიის გავლით უნდა განხორციელდეს, სადაც ჩვენი თავდაცვის სისტემები რეგულარულად ჩამოაგდებენ დრონებს, რაკეტებსა, თუ ნებისმიერ სხვა იარაღს, რომელიც ჯერ არც კი შექმნილა. ეს გვაძლევს დროს, ხელსაყრელ მდებარეობასა და თვალთახედვის არეალს, როგორც არსად მსოფლიოში!“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.