Loading data...
დონალდ ტრამპი: ბრიტანეთში დაკავებულები აშშ-ის სამხედრო ბაზისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით დაკავებული ხუთი პირი მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას ბრიტანულ ბაზაზე, სადაც აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები და საჰაერო ძალების თვითმფრინავები არიან განთავსებული.

„ჩვენ მათზე გამოძიებას ვაწარმოებდით. ისინი ჩვენი ბაზისთვის დიდი ზიანის მიყენებას გეგმავდნენ და ბრიტანელებთან თანამშრომლობამ  შესანიშნავი შედეგი გამოიღო. დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით მათ და საბოლოოდ დავაკავეთ“, - აღნიშნა ტრამპმა ჩიკაგოში ვიზიტისას.

გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, ყველაზე სავარაუდო ვერსიად ირანთან დაკავშირებული მოტივი განიხილება, თუმცა, ასევე, მოწმდება რუსეთის მიერ შესაძლო დივერსიის განხორციელებისა და ისლამისტური შეთქმულების ვერსიებიც.