1731224956
უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავის ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მიიწვევს
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ნიკი ჰეილის ახალ ადმინისტრაციაში სამუშაოდ არ მიიწვევს. ამის შესახებ CBS News-ი იტყობინება.
„არ მოვიწვევ ყოფილ ელჩს ნიკი ჰეილის და ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ახალ ადმინისტრაციაში, რომელიც ახლა ყალიბდება“, - აცხადებს ტრამპი.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ აფასებს თავის წარსულ საქმიანობას პომპეოსა და ჰეილისთან ერთად.
„წარსულში მათთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა და ვაფასებდი. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის“, - დასძინა ტრამპმა.