დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებისთვის ირანი დაისჯება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ თუ იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთის გემებზე თავდასხმას გააგრძელებენ, პასუხისმგებლობა მას დაეკისრება.
„ერთი წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ძლიერად შეუტია „ჰუსიტებს“, გემების მიმართულებით ცეცხლის გახსნით კომერციასა და ვაჭრობაში მათი ჩარევის გამო. მას შემდეგ და ირანთან ჩვენი კონფლიქტის დროს ისინი ძალიან პასუხისმგებლობით მოქმედებდნენ. სამწუხაროდ, ახლა მათ ისევ დაიწყეს, გუშინ ღამით საუდის არაბეთის ორ გემს ესროლეს. გთხოვთ, ეს სიმართლე იმის საჩვენებლად გამოდგეს, რომ თუ ისინი ამას კვლავ გააკეთებენ, აშშ ირანს დააკისრებს პასუხისმგებლობას იმ გაგებით, რომ „ჰუსიტები“ ირანის სუროგატი და/ან მარიონეტი არიან და ირანს და, რა თქმა უნდა, თავად „ჰუსიტებსაც“, რომლებითაც ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ისინი აქამდე ძალიან პროფესიონალურად და ჭკვიანურად იქცეოდნენ, მძიმე სამხედრო სასჯელი დაეკისრებათ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, ირანთან მოკავშირე „ჰუსიტებმა“ 20 ივლისს განაცხადეს, რომ საუდის არაბეთს საზღვაო ბლოკადას უწესებდნენ და გასულ ღამეს საუდის არაბეთის ორ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუხსნეს.