Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიო 2-3 კვირაში მნიშვნელოვნად უსაფრთხო გახდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო პროცესის კომენტირებისას განაცხადა, რომ „მსოფლიო 2-3 კვირაში კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება.“ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 16 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს განაცხადა. 

როგორც უცხოური მედია წერს, დონალდ ტრამპმა სტამბოლში რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გაიმეორა და თქვა - „მე ეს მესმის.“

ამავდროულად, ტრამპმა თქვა, რომ როგორც კი ორგანიზება მოხერხდება, კრემლის ლიდერთან შეხვედრა შედგება. 

„მსოფლიო უკვე გაცილებით უსაფრთხო გახდა, მაგრამ ვფიქრობ, ორ-სამ კვირაში ის კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

ინფორმაციისთვის, 15 მაისს თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის საკითხის გადაწყვეტა, კრემლის ლიდერთან შეხვედრის გარეშე შეუძლებელია.