1786564987
უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მესამე ვადით პრეზიდენტად კენჭისყრა სურს, თუმცა ამ საკითხში კანონი ძალიან მკაცრია
დონალდ ტრამპმა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კანონია ძალიან მკაცრი.
„ამ კითხვას ყველა მისვამს. თქვენც იცით, რომ კანონი ამ საკითხში ძალიან მკაცრია. მინდოდა, კენჭი მეყარა, მაგრამ კანონია ძალიან მკაცრი“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორების თანახმად, ერთი პირი პრეზიდენტად ორჯერ მეტჯერ ვერ აირჩევა.