Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კირ სტარმერი „დიდ პრობლემებშია“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „დიდ პრობლემებშია“. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება. 

ტრამპს ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ, კირ სტარმერთან აკავშირებით მისი პოზიციის შესახებ ჰკითხეს. 

„მას {კირ სტარმერი} დიდი პრობლემები აქვს“, - აცხადებს კირ სტარმერი. 

როგორც უცხოური მედია წერს, დონალდ ტრამპმა კირ სტარმერს ურჩია, ორ საკითხთან - ენერგეტიკასთან და მიგრაციასთან დაკავშირებით, პოზიცია შეიცვალოს. 

ტრამპს არ უსაუბრია იმის შესახებ უნდა დატოვოს თუ არა სტარმერმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. 

„ვფიქრობ, ის სასიამოვნო ადამიანია. ის ენერგეტიკის საკითხში ძალიან ცუდად მუშაობს, მას ჩრდილოეთის ზღვის გახსნა სჭირდება. ეს რთული საკითხია. ის იმიგრაციის საკითხშიც სუსტია“, - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

ცნობისთვის, 7 მაისს დიდ ბრიტანეთში ადგილობრივ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ დამარცხდა. 

136 ადგილობრივ საბჭოში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ნაიჯელ ფარაჯის პარტიამ „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ 1453 ადგილი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა.