1774208109
უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ირანის დაცემის“ შემდეგ, აშშ-სთვის მთავარი საფრთხე დემოკრატიული პარტიაა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დემოკრატიულ პარტიას ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
ტრამპის თქმით, „ირანის დაცემის“ შემდეგ შეერთებული შტატების ყველაზე დიდი მტერი „უკიდურესად არაკომპეტენტური“ დემოკრატიული პარტიაა.
„ახლა, ირანის დაცემის შემდეგ, ამერიკის ყველაზე დიდი მტერი რადიკალური მემარცხენე, არაკომპეტენტური დემოკრატიული პარტიაა“, - აცხადებს ტრამპი.