Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკის დასაცავად ზომებს მიიღებს, თუ დემოკრატები შუალედური არჩევნების შემდეგ მის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკის დასაცავად ზომებს მიიღებს, თუ დემოკრატები შუალედური არჩევნების შემდეგ SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებენ.

ტრამპს მასკის წინააღმდეგ გამოძიების, ან მისი აქტივების ჩამორთმევის შესახებ გავრცელებული ჭორების თაობაზე ჰკითხეს.

„ეს უბრალოდ საუბრებია. მაგრამ, თუ ეს ნამდვილად საუბრებია, ჩვენ მისი დაცვა მოგვიწევს“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, როგორ შეძლებს ამის გაკეთებას, კერძოდ, შეუძლია, თუ არა თანამშრომლების წინასწარ შეწყალება, ტრამპმა უპასუხა: „თუ ასეთი საჭიროება წარმოიშვა, მაშინ, დიახ, რა თქმა უნდა“.