Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებიდან ყველა ნაღმი განეიტრალებული ან აფეთქებულია

„აშშ-ის საზღვაო ძალებმა ახლახან მაცნობეს, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებიდან ყველა ნაღმი განეიტრალებული ან აფეთქებულია“, - წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, კოსმოსური ძალების მეშვეობით აშშ სრუტის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს აკონტროლებს.

„ირანს ეცნობა, რომ ნებისმიერი გემი ან ნავი, რომელიც ახალ ნაღმებს განათავსებს, დაუყოვნებლივ და სისტემატურად განადგურდება. კოსმოსური ძალების მეშვეობით ჩვენ ვაკვირდებით სრუტის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს, ისევე როგორც „პიკაქსის მთას“ და უკვე განადგურებულ სამ სხვა ბირთვულ ობიექტს. ნაღმების განთავსებაზე ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სრულად მოქმედებს“, - აღნიშნა ტრამპმა.