Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნებს შეამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მისი „ძალიან კარგი ურთიერთობები“ გახდა.

„ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ჩემი ძალიან კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე, არ ვარ კმაყოფილი იმ ფაქტით, რომ დიდი ხნის წინ შეერთებული შტატები დათანხმდა სამხრეთ კორეასთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას.

ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირი ჯდება და ამ ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატები ფარავს (როგორც ყოველთვის!), არამედ სრულიად შეუსაბამო და მტრულ სიგნალს უგზავნის იმ ქვეყანას, რომელიც, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტია, საფრთხეს არ წარმოადგენს და პატივისცემით მოქმედებს. ამიტომ, და იმის გათვალისწინებით, რომ მათი გაუქმება უკვე გვიანია, ომის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს, დავავალე, მნიშვნელოვნად შეემცირებინა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბი“, - წერს ტრამპი.

ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა აშშ-თან ერთად ირანის ბირთვული განიარაღების პროცესში მონაწილეობაზე.

„შესაძლოა, კავშირი არ არსებობდეს (?), მაგრამ ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ვკითხე, სურდათ თუ არა ჩვენთან ერთად ირანის ისლამური რესპუბლიკის დენუკლეარიზაციაში მონაწილეობა და მათ მიპასუხეს: „არა, გმადლობთ!“- აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.