Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ იმაზე მეტ „უმაღლესი კლასის იარაღს“ აწარმოებს, ვიდრე ოდესმე და მათ ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ ჯარებს უგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლახან მიიღო ანგარიში, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები იმაზე მეტ „უმაღლესი კლასისა და ელიტურ იარაღს“ აწარმოებს, ვიდრე ოდესმე ქვეყნის ისტორიაში.

„მათ ყოველდღიურად აწვდიან ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ განლაგებულ ჩვენს ძალებს. ჩვენი თავდაცვითი ინდუსტრიის საწარმოები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და, პარალელურად, თითოეული მათგანი საშუალოდ 4-5 ახალ, მასშტაბურ საწარმოს აშენებს. ამ წარმოების მთავარი აქცენტია „პეტრიოტები“ (Patriot), THAAD-ის სისტემები, „ტომაჰავკები“ (Tomahawk) და „სტანდარტის“ (Standard) ტიპის სარაკეტო სისტემები, რომელთა დიდი რაოდენობა უკვე გვაქვს მარაგში“, — წერს ტრამპი Truth Social-ში.