Loading data...
დონალდ ტრამპი: აშშ-ში 19.2 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია შემოდის, სწორედ ამიტომ ვუწოდებ ამ პერიოდს „ოქროს ხანას“

„ჩვენ გვაქვს ამერიკული ოცნება და ეს ოცნება დაბრუნდა, ვფიქრობ, იგი ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ დიდ წარმატებებს ვაღწევთ. ქვეყანა ამჟამად შესანიშნავად ვითარდება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰიუსტონში, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც Artemis II-ის ეკიპაჟის წევრები დააჯილდოვა.

მისი თქმით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საფონდო ბირჟამ რეკორდულ ნიშნულს 81-ჯერ მიაღწია. უცხოელი ინვესტორებისა და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან ქვეყანაში $19.2 ტრილიონის ინვესტიცია შემოდის.

„უცხო ქვეყნების, ინვესტორებისა და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში 19.2 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია შემოდის, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საფონდო ბირჟამ 81-ჯერ მიაღწია რეკორდულ ნიშნულს. მსგავსი მასშტაბი არასდროს გვინახავს. სწორედ ამიტომ ვუწოდებ მე ამ პერიოდს „ოქროს ხანას“. ეს მართლაც შთამბეჭდავი ეპოქაა, ხვალ კი კიდევ უფრო შთამბეჭდავი დღე გველის, ამერიკისთვის არცერთი მიზანი არ არის მიუღწეველი, არცერთი გზა ზედმეტად შორი და არცერთი გამოწვევა მეტისმეტად რთული. ამ ქვეყანაში ჩვენს შესაძლებლობებს მხოლოდ ჩვენი ამბიციების სიდიდე და ოცნებების მასშტაბი განსაზღვრავს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.