1793600790
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: აშშ რუსეთისა და ჩინეთის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთსა და ჩინეთზე სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებს. მოსკოვი და პეკინი, თავის მხრივ, იმავეს აკეთებენ.
საარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ მას აცნობეს, რომ ჩინეთი და რუსეთი აშშ-ის წინააღმდეგ ჯაშუშობდნენ. პასუხად კი მან თქვა, რომ ამერიკული მხარე იმავეს აკეთებს, თანაც - ბევრად უკეთ.
„ვიღაცამ მართლაც თქვა: „ჩინეთი გვითვალთვალებს, ბატონო“. მე ვუპასუხე: „დიახ, ეს სიმართლეა, ჩვენც ვუთვალთვალებთ მათ, მაგრამ ჩვენ ეს ბევრად უკეთ გამოგვდის, ასე რომ, ამაზე ნუ იდარდებთ“, - განაცხადა ტრამპმა.