Loading data...
დონალდ ტრამპი: აშშ-მა ვენესუელა შესაძლოა, წლების განმავლობაში მართოს

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა ვენესუელა, შესაძლოა, წლების განმავლობაში მართოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ჩვენ აღვადგენთ ვენესუელას სარგებლის მომტანი გზით. გამოვიყენებთ ნავთობს და მოვიპოვებთ მას. ჩვენ შევამცირებთ ფასს ნავთობზე და ფულს მივცემთ ვენესუელას, რომელიც ქვეყანას უკიდურესად სჭირდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ამავე ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ „მხოლოდ დრო იტყვის“, რამდენ ხანს გაუწევს ტრამპის ადმინისტრაცია ზედამხედველობას ვენესუელას.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაეზუსტებინა, რა დროის მონაკვეთზეა საუბარია, სამ თვეზე, ექვს თვეზე, ერთ წელიწადზე თუ მეტზე, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე ვიტყოდი, გაცილებით მეტზე“.