Loading data...
დონალდ ტრამპი აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტს რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარამდე ზრდის

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი 2026 წლის ბიუჯეტში შიდა სამთავრობო პროგრამების დაფინანსების მკვეთრად შემცირებას და თავდაცვის ხარჯების რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ „ბლუმბერგი“ იტყობინება. 

როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბიუჯეტის 12%-იანი მატება, მიზნად ისახავს აშშ-ის გლობალური პოზიციის განმტკიცებას, განსაკუთრებით სამხედრო ძლევამოსილების მიმართულებით.

უცხოური მედია წერს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი მოიცავს „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის, გემთმშენებლობის, ბირთვული მოდერნიზაციის, საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და სამხედროებისთვის ხელფასების 3.8%-ით გაზრდას. 

„ჩვენ ბევრ ფულს ვზოგავთ, მაგრამ არმია უნდა გავაძლიეროთ, რადგან ჩვენს ირგვლივ ბევრი ბოროტი ძალაა“, - აღნიშნა ტრამპმა.