Loading data...
დონალდ ტრამპი: აშშ ირანში „პიქაქსის მთის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „ძალიან მალე“ ირანის „პიქაქსის მთის“ ობიექტს დაარტყამს.

ეს გამაგრებული მიწისქვეშა ობიექტი ცენტრალურ ირანში, ქალაქ ნატანზიდან დაახლოებით 1.6 კილომეტრში მდებარეობს. ინფორმაცია ამის შესახებ გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს 2020 წელს წარუდგინეს, როგორც სამომავლო ობიექტი, სადაც ბირთვული საწვავის დასამზადებელი ცენტრიფუგების აწყობა უნდა განხორციელებულიყო.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ირანმა ამ ობიექტში ბირთვული ცენტრიფუგები განათავსა, ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ „ჩვენს ჩანაწერებში ინფორმაცია არ არსებობს“.

„ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ მათ შესაბამისი მასალა არ აქვთ. მათ არ აქვთ - ჩვენ მასალას ვადევნებთ თვალს, სწორედ იქ არის მთავარი მოქმედება“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ჩვენ, სავარაუდოდ, ძალიან მალე შევძლებთ ამ ტერიტორიის დაბომბვას. და მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. იცით, ჩვეულებრივ, მე ამას არ ვიტყოდი, რომ მიმაჩნდეს, რამის გაკეთება შეუძლიათ. მაგრამ ჩვენ ამ ტერიტორიას ძალიან მალე და ძალიან ძლიერად დავარტყამთ“, - დასძინა ტრამპმა.