Loading data...
დონალდ ტრამპი აპირებს 4 ივლისი პირად დღესასწაულად აქციოს - CNN

„აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ნაცვლად, პირადი დღესასწაული მოიწყოს“, - წერს CNN და მიზეზად, დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული მასშტაბური ფოიერვერკი მოჰყავს, რომელსაც ქვეყნის ლიდერმა „ამერიკისადმი მიძღვნილი ყველაზე სანახაობრივი ღონისძიება“ უწოდა. 

მოგეხსენებათ, რომ 2026 წლის 4 ივლისს შეერთებულ შტატებში დასავლური დემოკრატიის ფუნდამენტურ დოკუმენტად წოდებული დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 250-ე წლისთავია. 

მედიის თქმით, დონალდ ტრამპი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც დოკუმენტის ზოგიერთი, ძირითადი იდეა ეჭვქვეშ დააყენა და ამით, ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. მაგალითად, იცავს თუ არა აშშ ქვეყანაში დაბადებული ყველა ადამიანის უფლებას, იყვნენ ამერიკის მოქალაქეები? 

მედიის და მოსახლეობის კრიტიკის მიუხედავად, ტრამპი სოციალური ქსელის დახმარებით აანონსებს, რომ დაგეგმილი ღონისძიება და ბოლოს, მისი დასასრული - გრანდიოზული ფოიერვერკი იქნება აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღნიშვნა დამოუკიდებლობის დღის. 

როგორც სანდო წყაროები ამბობენ, ქვეყნის ლიდერი ამ გზით, გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას გეგმავს.