დონალდ ტრამპი: ახალი წელი გველის და ვნახოთ, რა მოხდება პირველი იანვრის შემდეგ ირანთან მიმართებით
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პირველი იანვრის შემდეგ „ნახავს, რა მოხდება“ ირანის კონფლიქტთან მიმართებით.
„ახალი წელი გველის და ვნახოთ, რა მოხდება პირველი იანვრის შემდეგ. თუმცა, ისინი საშინელი ადამიანები არიან. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ის მათ დაიწყეს 51 წლის წინ“, - აცხადებს ტრამპი.
მისი თქმით, არსებობს ნიშნები, რომ ირანი შესაძლოა, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის შემუშავებაზე მუშაობდეს.
ტრამპის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ცნობები, რომლის მიხედვითაც, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავდა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არსებობს მინიშნებები, რომ ირანი „იკვლევს“ ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს.
„არსებობს მინიშნებები, რომ ირანი აირების, ბიოს საკითხებს განიხილავს, რადგან ჩვენ მათ ბირთვული იარაღის შესაძლებლობები გავუნადგურეთ. ბირთვული იარაღი გაცილებით რთულია“, - აღნიშნა ტრამპმა.