1754069936
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: 2025 წლის 1 იანვრიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა

„ივლისში უკრაინასთან ომში რუსეთმა თითქმის, 20 000 ჯარისკაცი დაკარგა“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი და ამ თემაზე სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
„ახლახან შემატყობინეს, რომ მიმდინარე თვეში[ივლისი] უკრაინასთან ვითომდა სასაცილო ომში თითქმის, 20 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა. ზედმეტია ეს უსარგებლო სიკვდილი! თუმცა, უკრაინამაც ძალიან იზარალა. 2025 წლის 1 იანვრიდან მათ დაახლოებით, 8 000 ჯარისკაცი დაეღუპათ და ამ რიცხვში არ იგულისხმებიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები.
ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო - ეს ბაიდენის ომია და არა - ტრამპის. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ შევხედო, შემიძლია თუ არა ამის შეჩერება!“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.