1784266702
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა. დონალდ ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გარე ძალების ჩარევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაყალბებაში „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ 18 შტატში ათობით მილიონი ამომრჩევლის მონაცემები ჩინეთმა იყიდა, მოიპარა ან გატეხის გზით მოიპოვა.
ტრამპი, ასევე, ამბობს, რომ „დიფ სთეითის“ ჯგუფის წევრთა ნაწილი მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც ამერიკის სადაზვერვო სტრუქტურებში მუშაობენ.
ტრამპმა ის კონგრესმენებიც გააკრიტიკა, რომლებიც ID ბარათებით ხმის მიცემის რეფორმას ბლოკავენ.
პრეზიდენტმა სკეპტიკურად შეაფასა მემარცხენე მედიაც.