1762582989
უცხოეთი
დნეპრში დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაიღუპა ერთი ადამიანი
7-8 ნოემბერს, ღამით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე დრონებით იერიში მიიტანეს. მრავალსართულიან კორპუსში დრონის მოხვედრის შედეგად რამდენიმე ბინა დაინგრა და ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა 10 ადამიანი. დაჭრილთა შორის ორი ბავშვია. უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, ნანგრევებში შეიძლება კიდე ადამიანები იმყოფებოდნენ.
შეტევები ასევე ხარკოვის ოლქზეც განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.