Loading data...
დნეპროპეტროვსკის ოლქში მთვრალმა კაცმა პოლიციელებს ხელყუმბარები დაუშინა, არიან დაჭრილები

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ხუთი პოლიციელი დაიჭრა, როდესაც დაკავებისას ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა პოლიციის თანამშრომლებს ორი ხელყუმბარა ესროლა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე ანონიმური ზარის შემდეგ მივიდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მთვრალმა კაცმა უთხრა, რომ სახლში გაზი გახსნილი დატოვა, რითაც საკუთარ სახლს და მეზობელ სახლებს საფრთხე შეუქმნა. სწორედ ამ დროს პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა.

პოლიციის ცნობით, კაცის მიერ ნასროლი ორი ხელყუმბარიდან მხოლოდ ერთი აფეთქდა. ბოროტმოქმედი დაკავებულია.