1774545099
უცხოეთი
დმიტრიევი: ზელენსკის განცხადება აშშ-ის პირობებთან დაკავშირებით არ შეიძლება, არ გვახარებდეს
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ რუსეთი კმაყოფილია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რომ აშშ-მა უსაფრთხოების გარანტიების პირობად დონბასის რუსეთისთვის გადაცემა დაასახელა.
ეს გაგება, რომელიც მან გუშინ გააჟღერა, ზოგადად, არ შეიძლება, არ გვახარებდეს. ზელენსკი საბოლოოდ მიხვდა, რომ აშშ-ის პოზიციაა, მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დონბასიდან გავა“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი.