1789113757
უცხოეთი
დმიტრი პესკოვი: თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, მაშინ ის რუსეთის სამიზნედ იქცევა
„თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, მაშინ ის რუსეთის სამიზნედ იქცევა“, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, ქვეყანაში განლაგებული ბირთვული იარაღი ვიღაცის წინააღმდეგაა მიმართული.
„ცხადია, ეს იარაღი დასავლეთისკენ კი არა, აღმოსავლეთისკენ, ანუ რუსეთისკენ იქნება მიმართული. თუ ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განთავსდება, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იქნება მომართული, მაშინ ამ ქვეყნის ტერიტორია ჩვენი ბირთვული იარაღის სამიზნე იქნება“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.