Loading data...
დმიტრი პესკოვი: გეოგრაფიულად, უკრაინა უკვე სხვა ქვეყანაა, რაც ადგილზე არსებული ვითარებით დასტურდება

გეოგრაფიულად, უკრაინა უკვე სხვა ქვეყანაა, რაც ადგილზე არსებული ვითარებით დასტურდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, რითაც ის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ტრამპმა აღნიშნა, რომ „უკრაინა ომის შემდეგ ცოტა სხვა ფორმის იქნება“.

„გირჩევდით, ეს კითხვები პრეზიდენტ ტრამპისთვის დაგესვათ. რაც შეეხება უკრაინის ფორმას, გეოგრაფიულად ეს სხვა ქვეყანაა. ადგილზე არსებული რეალობა აშკარაა და ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ ამის უარყოფა შეძლოს“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.