Loading data...
დმიტრი პესკოვი: ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობა რუსეთს პროვოკაციების მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს

ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობა რუსეთს პროვოკაციების მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსული დრონები ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.

„ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობა ყოველდღიურად ადანაშაულებს რუსეთს პროვოკაციებში. ხშირად არც კი ცდილობს რამე არგუმენტაციის წარმოდგენას“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 10 სექტემბერს ღამით რუსული დრონები პირველად ჩამოაგდეს ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.