Loading data...
დმიტრი პესკოვი: ამ ეტაპზე რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების გაუმჯობესების საფუძველი არ არსებობს

რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების გაუმჯობესების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო რესურსების მობილიზებას ახდენენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ ევროპასთან ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდეს. ამჟამინდელი პოლიტიკოსები, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების დღევანდელი თაობა, კონფრონტაციულად არიან განწყობილი და არა მხოლოდ სიტყვიერად, საქმითაც. ისინი სრულად ახდენენ ევროპის სამხედრო პოტენციალის მობილიზებას და ამ პოტენციალის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართვას, უშუალოდ მონაწილეობენ ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. 

რა თქმა უნდა, ღია უნდა დავრჩეთ ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის და ჩვენ ნამდვილად ვინარჩუნებთ ამ ღიაობას, თუმცა, ამავდროულად, კარგად უნდა გვესმოდეს ვისთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა პესკოვმა.