1787667740
უცხოეთი
დიმიტრი პესკოვმა უარყო დონბასში „ბუფერული ზონის“ შექმნის იდეა და მას რუსეთის ტერიტორია უწოდა
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კატეგორიულად უარყო დონბასში „ბუფერული ზონის“ შექმნის ინიციატივა, რასაც უკრაინა შეერთებულ შტატებთან ერთობლივი გეგმის ფარგლებში ითხოვს.
„ამ კონტექსტში, მე მაინც ვიტყოდი, რომ დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა, რუსეთის ფედერაციის სუბიექტი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მესამე მხარეს შეეძლოს რუსეთის ფედერაციის რეგიონების მართვა“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
ამასთან, პესკოვის თქმით, რუსეთი „მშვიდობისთვის ღიაა“ და ომს მხოლოდ ალტერნატივის არარსებობის გამო აგრძელებს.
„რუსეთი კვლავ ღიაა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, თუმცა, ასეთი საშუალებების არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, - აღნიშნა მან.