Loading data...
დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

მოსკოვი აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რაც შეეხება სამმხრივი ფორმატის განახლებას, გუშინ კიევიდან მოისმინეთ განცხადება. ბატონმა კუშნერმა ასეთი განცხადებები გააკეთა. ჩვენც არ გამოვრიცხავთ ამ სამმხრივი ფორმატის აღდგენას“, — განაცხადა პესკოვმა.

ამავდროულად, მისი თქმით, ასეთი მოლაპარაკებების ადგილმდებარეობასა და შესაძლო ვადებზე „საუბარი ჯერ ნაადრევია“. მან ასევე არ გამორიცხა „მშვიდობის მოახლოების“ შესაძლებლობა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის უკრაინულ და რუსულ მხარეებთან შეხვედრების შემდეგ.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ეფექტური მცდელობა მშვიდობისკენ გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯია. ჩვენ ნამდვილად ძალიან ვაფასებთ ამერიკელი მომლაპარაკებლების სამშვიდობო ძალისხმევას“, - დასძინა პესკოვმა.