1770984171
უცხოეთი
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში გაიმართება
კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებულ შტატებს, უკრაინას და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შვეიცარიაში, ჟენევაში გაიმართება.
პესკოვის თქმით, რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.
„მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ასევე სამმხრივ რუსულ-ამერიკულ-უკრაინულ ფორმატში 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. ამჯერად, რუსულ დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მედინსკი უხელმძღვანელებს“, – აცხადებს პესკოვი.
ინფორმაციისთვის, პირველი რაუნდი უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს, მეორე რაუნდი კი 4-5 თებერვალს გაიმართა.